Saturday, May 9, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო ,,ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ"

ეს კურსი დამეხმარა პროექტებით სწავლაში აქტიურად გამომეყენებინა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,დამეხმარა ისეთი აქტივობების განხორციელებაში, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად, თვითონ იკვლევენ და იძიებენ, თანამშრომლობენ და მსჯელობენ, აფასებენ და რჩევებს აძლევენ ერთმანეთს. მასწავლა როგორ გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები და მოვარგო სავარაუდო ნაშრომები მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს.ფასილიტაცია, რათა გავაუმჯობესოთ სწავლების ხარისხი და პროდუქტიულობა.გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანია დიფერენცირებული მიდგომები, რათა ყველა მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში.

Sunday, May 3, 2015

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით; როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, როგორ გამოიყენო ტექნოლოგიები  პროდუქტიულობის ზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.


Saturday, May 2, 2015

მეშვიდე დღე

.
მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, მაგ. როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

Sunday, April 26, 2015

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეზმარა გავითვალისწინი მოსწავლეთა შესაძლებლობები და დავადგინო რისი გაკეთება შეუძლია. შევქმენიტ ჩეკლისტები მოსწავლეებისათვის.

Saturday, April 25, 2015

მეხუთე დღე



პროექტის პრეზენტაცია.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინრეტნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ,საჭირო ინფორმაციის მოძიების, მიწოდებისა და უკუკავშირისათვის მოსწავლეთა, მშობელთა და კოლეგათა მიერ მოწოდებული რჩევების მისაღებად და გასათვალისწინებლად.

Sunday, April 5, 2015

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში,რათა ეს ხელს შეუწყობს ჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაში,ინფორმაციის მოძიება-დამუშავებაში, ურთიერთ თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში,სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვასა და ინფორმაციებით გამდიდრებაში.